დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია.
შესაძლოა გქონდეთ სრულყოფილი, მომხმარებელზე მორგებული ვებსაიტი, თუმცა თქვენს საიტს არ ჰყავდეს ვიზიტორები, შესაბამისად ვერ დაინახოთ შედეგი, რომლისთვისაც ძალისხმევა არ დაიშურეთ.
ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია თქვენი ვებსაიტი იყოს ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებში. სწორი SEO ოპტიმიზაცია გეხმარებათ, რომ მომხმარებელმა გიპოვოთ მაშინ, როცა გეძებთ. ჩვენი გუნდი მუშაობს ტექნიკურ SEO-ზე, კონტენტსა და სტრატეგიაზე, რათა თქვენმა ვებსაიტმა უფრო მაღალი პოზიციები მოიპოვოს საძიებო სისტემებში.
დეტალურად ვამოწმებთ თქვენს ვებსაიტს, აღმოვაჩენთ ტექნიკურ პრობლემებს და ვსახავთ სტრატეგიას მათ მოსაგვარებლად.
ვასწორებთ მეტა თეგებს, ვაუმჯობესებთ URL სტრუქტურას, შიდა ბმულებს და სხვა დეტალებს საძიებო სისტემების მოთხოვნების მიხედვით.
ვამუშავებთ საიტის შინაარსს, რომელიც პასუხობს მომხმარებლის კითხვებს, რაც ზრდის როგორც მათ გამოცდილებას საიტზე, ასევე საიტის რეიტინგს.
კონკურენტების ანალიზზე დაყრდნობით ვადგენთ საკვანძო სიტყვებს. ვაანალიზებთ ვებსაიტის ტექნიკურ მხარეს.
ვქმნით, ან ვაუმჯობესებთ კონტენტს ისე, რომ მოერგოს საძიებო სისტემების მოთხოვნებს.
SEO გრძელვადიანი პროცესია. ვაკვირდებით შედეგებს და მუდმივად ვაუმჯობესებთ პოზიციებსა და საიტის ტრაფიკს.
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გვეხმარება საიტის სისწრაფის, მოქნილობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. AI ჩვენთვის არ არის მხოლოდ ინოვაციური ფუნქცია, ეს არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ბიზნესს სხვებისგან გამოარჩევს.
თანამედროვეობაში ვებსაიტი არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ბიზნესს მომავალზე ორიენტირებულს ხდის. ჩვენ ვქმნით ფუნქციურად გამართულ, მომავლის ვებსაიტებს რომლებიც დღეს გთავაზობთ იმ შესაძლებლობებს, რაც სხვებისთვის ჯერ კიდევ შორია.
ვქმნით საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება და ინარჩუნებს მაღალ ხარისხის
ინოვაციური ფუნქციებით ვზრდით საიტის ეფექტურობას და მომხმარებელს ვუმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.
საიტის დამზადებისას ვითვალისწინებთ მომავალ საჭიროებებს, რაც პოტენციური ცვლილებების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები საიტის დამზადების პროცესზე, გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
ვებსაიტის დამზადების ფასი ინდივიდუალურია და განისაზღვრება შერჩეული დიზაინით, ფუნქციონალითა და სხვა მოთხოვნებით.
ვებსაიტის დამზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფუნქციონალის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ პროცესი გრძელდება 3-დან 4 კვირამდე.
კონტენტის ცვლილება (მაგ:ტექსტის შცვლა) დამკვეთის მიერ მარტივად გასაკეთებელია, თუმცა ყველა ტექნიკური ცვლილება საჭიროებს დეველოპერის ჩართულობას, რისთვისაც ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტების უმრავლესობას ვუწევთ ყოველთვიური ტექნიკური დახმარების სერვისს.
Copyright © 2025 All Rights Reserved.