დახმარება გჭირდებათ? დაგვიკავშირდით ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია.
ვებსაიტი არ არის მხოლოდ ბიზნესის ვიზუალური წარმოჩინება, ეს არის ციფრული წარმატების დასაწყისი. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ ლამაზ, არამედ ფუნქციურ ვებსაიტებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე, არის სწრაფი, სანდო და დაცული. WordPress ძრავზე დამზადებული ვებსაიტი არის მარტივად მართვადი, SEO მეგობრული და ყველა მოწყობილობაზე მორგებული.
ციფრული გზის გაკვლევაში ვეხმარებით როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ჩვენი პორტფოლიოს მრავალფეროვნება და მასში შემავალი წამყვანი ბრენდები ადასტურებს, რომ ჩვენთვის თითოეული პროექტი უნიკალურია. ინიდივიდუალური მიდგომა კი გვეხმარება დამკვეთს შევთავაზოთ სრული მომსახურება ბიზნესის წარმატებისთვის
ვისმენთ იდეებს, განვიხილავთ საჭიროებებს, ვადგენთ ტექნიკურ დავალებას და გთავაზობთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ დიზაინსა და ფუნქციონალს.
თქვენს ბრენდბუქს ვარგებთ შერჩეულ დიზაინს და ვიწყებთ ფუნქციონალისა და სტრუქტურის გამართვას, SEO ოპტიმიზაციას. ვტესტავთ მობილურ და დესკტოპ მოწყობილობებზე.
გასწავლით საიტის მართვას, გიზიარებთ ყველა ტექნიკურ წვდომას. სურვილის შემთხვევაში ვაგრძელებთ საიტის ტექნიკურ მხარდაჭრას მისი მუდმივი გამართულად მუშაობისთვის.
ჩვენი ვებსაიტები გამართულად მუშაობს მობილურზე, ტაბლეტსა და დესკტოპზე
ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტები სწრაფად იტვირთება და ოპტიმიზირებულია ყველა მომხმარებლისთვის.
ჩვენი მიზნის ბოლო საფეხურია საიტის დახმარებით ხმა მიაწვდინოთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია გვეხმარება საიტის სისწრაფის, მოქნილობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. AI ჩვენთვის არ არის მხოლოდ ინოვაციური ფუნქცია, ეს არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ბიზნესს სხვებისგან გამოარჩევს.
თანამედროვეობაში ვებსაიტი არის სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენს ბიზნესს მომავალზე ორიენტირებულს ხდის. ჩვენ ვქმნით ფუნქციურად გამართულ, მომავლის ვებსაიტებს რომლებიც დღეს გთავაზობთ იმ შესაძლებლობებს, რაც სხვებისთვის ჯერ კიდევ შორია.
ვქმნით საიტებს, რომლებიც სწრაფად იტვირთება და ინარჩუნებს მაღალ ხარისხის
ინოვაციური ფუნქციებით ვზრდით საიტის ეფექტურობას და მომხმარებელს ვუმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.
საიტის დამზადებისას ვითვალისწინებთ მომავალ საჭიროებებს, რაც პოტენციური ცვლილებების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
დამკვეთებს ხშირად აქვთ კითხვები საიტის დამზადების პროცესზე, გიზიარებთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.
ვებსაიტის დამზადების ფასი ინდივიდუალურია და განისაზღვრება შერჩეული დიზაინით, ფუნქციონალითა და სხვა მოთხოვნებით.
ვებსაიტის დამზადების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფუნქციონალის სირთულეზე, თუმცა საშუალოდ პროცესი გრძელდება 3-დან 4 კვირამდე.
კონტენტის ცვლილება (მაგ:ტექსტის შცვლა) დამკვეთის მიერ მარტივად გასაკეთებელია, თუმცა ყველა ტექნიკური ცვლილება საჭიროებს დეველოპერის ჩართულობას, რისთვისაც ჩვენ მიერ დამზადებული ვებსაიტების უმრავლესობას ვუწევთ ყოველთვიური ტექნიკური დახმარების სერვისს.
Copyright © 2025 All Rights Reserved.