რონიკო

PORSCHE DESIGN-ის პრეზენტაცია.

დღეს რონიკოს ფლაგმან ფილიალში, რუსთაველის 19, გაიმართა ბრენდ   PORSCHE DESIGN -ის პრეზენტაცია.
ეს არის ლაქშერი კატეგორიის გამორჩეული ბრენდი, რომელსაც განსაკუთრებული წარმომავლობა და ისტორია აქვს.
ამ ბრენდით კომპანია რონიკოს პორტფოლიო გამდიდრდა შესანიშნავი და უმაღლესი კატეგორიის სათვალეებით, რომლებიც შექმნილია სპეციალურად მამაკაცებისათვის.
PORSCHE DESIGN -ის კოლექცია მოიცავს მზის და ოპტიკურ სათვალეებს, რომლებიც დამზადებულია ოპტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო მასალებით – ტიტანი და კარბონ ფიბრა.
PORSCHE DESIGN არის ცნობილი საავტომობილო ბრენდის PORSCHE -ს ნაწილი. მისი დევიზია – ერთი ბრენდი, ერთი იდენტობა!
რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი თავისი ყველა პროდუქტის დიზაინში მისდევს და იმეორებს მთავარ ხაზს – საავტომობილო წარმოების სტილს. ეს არის სპეციალურად თანამედროვე და მოდური მამაკაცებისთვის შექმნილი უნიკალური სათვალეების ხაზი. ბრენდის ამჟამინდელი სარეკლამო სახეა ცნობილი მსახიობი პატრიკ დემპსი.
თავად ბრენდი PORSCHE 1930 წელს გერმანიაში დაარსა ფერდინანდ პორშემ. XXI საუკუნეში PORSCHE არის არა მხოლოდ საიმედოობის, სისწრაფის, ხარისხისა და ეფექტური ვიზუალის, არამედ სრულყოფილი ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოც. სწორედ იგივე ფასეულობების და მახასიათებლების მქონეა PORSCHE DESIGN -ის სათვალეებიც.
პრეზენტაციაზე კომპანიის თანამშრომლები, ოპტიკოსები გაეცნენ კოლექციის თავისებურებებს, მასალებს, ტექნიკურ დეტალებს. ეს ბრენდი ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი რონიკოს რამდენიმე ფილიალში და კიდევ უფრო საინტერესეოს გახდის მოხმარებლისთვის რონიკოს უახლეს, საახალწლო კოლექციებს!