Ray-Ban Wayfarer

Ray-Ban Wayfarer
მას შემდეგ, რაც 1937 წელს Ray-Ban ოფიციალურად დაპატენტდა, სათვალეების ეს ბრენდი ოპტიკური ინდუსტრიის ლიდერია. Ray-Ban არის ყველა დროის ყველაზე მეტად პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით! სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში წელიწადში 40 მილიონი Ray-Ban სათვალე იყიდება, რაც ნამდვილი რეკორდია.
ათწლეულების მანძილზე Ray-Ban -მა შექმნა ლეგენდარული მოდელები, რომლებიც დღემდე შთაგონების წყაროა მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციებისთვის. ლეგენდებიდან ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული არის Wayfarer, რომელიც 1952 წელს გამოვიდა და დღემდე სათვალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მასიური აცეტატი, დახრილი ფრონტი, დამახასიათებელი მეტალის დეტალები ფრონტის კიდეებზე – ეს Wayfarer -ის მთავარი ხიბლია! არსებობის 70 წლის მანძილზე მოდელმა უამრავი სიახლე შემოგვთავაზა. სხვა არც ერთ ფორმას არ აქვს ისეთი მრავალფეროვანი ვარიაცია ფერების და მასალების მიმართულებით, როგორც Wayfarer-ს. აცეტატთან ერთად, გვხვდება ისეთი მასალებისგან დამზადებული Wayfarer, როგორებიცაა: ხე, ტყავი, ჯინსი… და ყველა მათგანი პოპულარულია.
Wayfarer -ის ნამდვილ გარღვევად იქცა 1980 წელს გადაღებული ჰოლივუდური ფილმი „ძმები ბლუზები“. ფილმში მთავარ პერსონაჟებს ყველა კადრში მოუხსნელად უკეთიათ Wayfarer. ამ მოვლენამ მოდელის ეპოქალურ პოპულარობას ჩაუყარა საფუძველი და კომპანია Ray-Ban -მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ჰოლივუდურ კომპანიასთან. კონტრაქტის თანახმად, კინოკომპანიების მიერ გადაღებულ ფილმებში მსახიობებს Ray-Ban -ის სათვალეები უნდა ეკეთოთ. წლების მანძილზე ეკრანებზე ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს, მომღერლებს, ცნობად სახეებს სწორედ Wayfarer -ით, რაც ამ კონკრეტული მოდელის განუზომელ პოპულარობას უწყობს ხელს.
Wayfarer არ არის უბრალოდ სათვალის მოდელი. ეს არის მფლობელის სტილის, ინდივიდუალიზმის და ხასიათის ყველაზე ეფექტური გამოვლინება!
კომპანია „რონიკო“ არის Ray-Ban -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და Ray-Ban -ის სერტიფიცირებული გამყიდველის სტატუსის მფლობელი. კომპანია 1997 წლიდან თანამშრომლობს Luxottica ჯგუფთან, რომელიც გახლავთ ამ ლეგენდარული ბრენდის მფლობელი და მწარმოებელი.