
ჩვენ უკვე გვენდნენ
რეალური ამბიცია,
რეალური გამოცდილებით

- ყველა პროექტი
- კლინიკა
- კურსები და აკადემიები
- მედია პლატფორმები
- ონლაინ მაღაზია
- სასტუმრო
- საცხოვრებელი კომპლექსი
- სხვა

IASHVILI HOSPITAL
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია და ხერხემლის ქირურგია.

ARCHI | LE MERIDIEN
Sioni Lake Resort & Spa იდეალური ადგილია დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, მეგობრული შეკრებებისა და გრანდიოზული ღონისძიებებისთვის.

METRO LOGISTICS
კომპანია „მეტრო ლოჯისტიკს“ ლოჯისტიკის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. „მეტრო ლოჯისტიკსი“ უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის სრულ კონტროლს. კომპანია ახორციელებს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს.

ITSTEP SCHOOL
2023 წლიდან აითი აკადემია სტეპი არის ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საბაზო და საშუალო საფეხურის (მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით) საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის პრიორიტეტია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაღრმავებული და ინტეგრირებული სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სხვა დისციპლინასთან ერთად.

ME & MOM
,,Me & Mom” არის ინოვაციური ბრენდი, რომელიც დედებისა და ბავშვების საჭიროებებზეა ორიენტირებული. ისინი ქმნიან უნიკალურ, სეზონურად გაფორმებულ ყოველთვიურ ყუთებს, რომლებიც მოიცავს უმაღლესი ხარისხის თავის მოვლისა და ჰიგიენურ საშუალებებს, კვების პროდუქტებსა და სასარგებლო საინფორმაციო რესურსებს.

ELPLUS
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 19 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

MARVEL GEORGIA
მარველ საქართველო მარველ დისტრიბუციის ჰოლდინგის წევრია. ეს უკანასკნელი დაარსდა 1991 წელს და წარმოადგენს უმსხვილეს ფართო პროფილის მქონე დისტრიბუტორ კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია მობილური, კომპიუტერული, სერვერული და ქსელური მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფის, კავშირგაბმულობისა და პორტატული ტექნიკის მიმართულებით. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია 170-ზე მეტი მწარმოებელი.

CAMEX
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება CAMEX Airlines-ში, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურება აკმაყოფილებს თქვენი ტვირთის საჭიროებების ურყევ ერთგულებას. CAMEX Airlines დაარსდა 2021 წელს CAMEX International-ის მიერ, რომელიც რეგიონალური ლიდერია ტვირთების გადაზიდვის სერვისებში. CAMEX Airlines-მა დაიწყო მოღვაწეობა სატვირთო ავიაციის ახალი სიმაღლეების დასაფიქსირებლად.

RMG – RICH METALS GROUP
რიჩ მეტალს გრუპმა ოპერირება 2012 წლიდან დაიწყო. კომპანიამ მემკვიდრეობით მიიღო ისტორიული საწარმოს ტექნიკურად მოძველებული ბაზა და რთული ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა. არემჯიმ დაიწყო მუშაობა წიაღის სარესურსო ბაზის განახლებისთვის, გადაიარაღებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლისათვის.

ZHORDANIA CLINIC
ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ, მრავალფუნქციურ კლინიკას.

IBIS BUDGET TBILISI
სასტუმრო მოთავსებულია საქართველოს დედაქალაქის ყველაზე ენერგიულ და მოხერხებულ ურბანულ ცენტრში, რაც ამარტივებს წვდომას ყველა ძირითად ტურისტულ ატრაქციონზე ფეხით სიარულისას.

DIALOG KOKHTA
დიალოგი კოხტა, მდებარეობს ბაკურიანის გულში, საქართველოს ყველაზე მოთხოვნად რეგიონში თხილამურებით სრიალისა და დასვენებისთვის. იქნება ეს ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული თუ შემოდგომა, სასტუმრო გვპირდება დაუვიწყარ მომენტებს მთელი ოჯახისთვის.

PICCOLA TOYS
“პიკოლა თოისი” სათამაშოების მაღაზიაა, სადაც დაგხვდებათ 2 000-მდე დასახელების სათამაშო, საბავშვო ელექტრო მანქანები და სასრიალო-საქანელები. თითოეული პროდუქტი სერთიფიცირებულია და არის სრულიად უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.

DAILY
დეილი სუპერმარკეტი – Daily Supermarket – რეგიონული სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად კომპანია ფლობს 160-ზე მეტ ფილიალს საქართველოს შვიდ რეგიონში.

CITY MALL
City Mall • სითი მოლი – ის არის ყველაზე დიდი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ქვეყანაში, რომელიც აერთიანებს სამასზე მეტ ბრენდის მაღაზიას, სპორტულ, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, ასევე უდიდეს კვების ზონას. სავაჭრო ცენტრს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სერვისების ხელმისაწვდომობა, რაც გამოიხატება მომხმარებელთა სიმრავლეზე, კერძოდ, სითი მოლს არსებულ ბაზარზე ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

NEW HOSPITALS
New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი – რომლის მისიაა პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესება. მათი სურვილია თითოეულ პაციენტს მიაწოდონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო სამედიცინო მომსახურება, რაც დაეხმარებათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და აქტიური ცხოვრების დაბრუნებაში.

SABADURI HILLS
სათავგადასავლო კომპლექსი საბადური ჰილსი თბილისიდან მხოლოდ 15 კმ-ში, სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარებს. 45 ნომრიან სასტუმროში დაგხვდებათ რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, ლობი ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი, კეთილმოწყობილი ეზო, ბავშვების გასართობი სივრცით, ასევე, მცირე ზომის დახურული აუზი. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია პროფესიონალური სპორტული კომპლექსი.

JADORE
J’ADORE GEORGIA არის „J’adore La Beauty”-ს წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც უკვე 10 ქარხანასთან აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი და არიან მათი პროდუქციის ერთადერთი შემომტანები საქართველოში.

BARAKA
აგროკომპანია ბარაქა, პროფესიონალების გუნდი, რომელიც მხარში უდგას ფერმერებს მიიღონ უხვი და ბარაქიანი მოსავალი.

INTRACO
ინტრაკო ნუტრიშენი ლიდერი კომპანიაა მეცხოველეობის სფეროს დამხმარე პროდუქტების ბაზარზე. ჩვენს ასორტიმენტში შედის ყველა ტიპის ფერმის ცხოველისა და ფრინველისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის მზა საკვები, პრემიქსი, მედიკამენტი და ვაქცინა.

JA GEORGIA
“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.

MANIK JEWELRY
ქართული ბრენდი “მანიკი” 2021 წელს დაარსა. მისი თითოეული სამკაულის დიზაინი ექსკლუზიურია და ის არის ღრმა სულიერი კავშირის გამტარი, რომელიც განასახიერებს ოჯახის ერთიანობის არსს

SHTAGONEBA
შთაგონება-ს მისიაა სტუდენტებისთვის აკადემიური გამოწვევების გამარტივება. უახლესი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით შთაგონება დაგეხმარებათ ნებისმიერი ესეს, რეფერატის, პრეზენტაციის, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების მომზადებაში

AGRIMATCO
,,აგრიმატკო” არის მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების პესტიციდების, მინერალური სასუქების, ბოსტნეულის თესლების და საველე ბოსტნეულის თესლების გენერალური იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში.

LALO TBILISI
„LALO“ მოდის ბრენდზე მეტია — ეს არის შემოქმედების, ვნებისა და ხელნაკეთი ნივთების სილამაზის ისტორია. ყველაფერი 2012 წელს ორ დასთან, ლალო და ნინა დოლიძეებთან ერთად დაიწყო.

MAGIC CANDY
Magic Candy 2010 წლის შემდეგ, არის საქართველოს ბაზარზე ტკბილეულის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია.

KALMATRON
2006 წელს დაარსებულმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალების იმპორტიორი ქართულ ბაზარზე. 2011 წელს, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვით, KALMATRON-მა დაიწყო პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წარმოება. ეს აღინიშნა, როგორც საქართველოში ადგილობრივი წარმოების ჰიდროსაიზოლაციო მასალების დასაწყისი.

WORLD FOR CHILDREN
WORLD FOR CHILDREN – ეს არის საერთაშორისო დახმარების, განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება ბავშვებთან მუშაობას მთელს მსოფლიოში, ეხმარება სახელმწიფო ორგანიზაციებსა და თემებს სიღარიბისა და უსამართლობის დაძლევაში.

GA LOGISTICS LLC
GA Logistics LLC – არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ოპერირებს ამერიკის 48 შტატში. კომპანიას ჰყავს 100+ თრაქი და ტრაილერი გამოცდილი მძღოლებით, რომლებიც ტვირთების უსაფრთხო და დროულ გადაზიდვას უზრუნველყოფენ.

AD ACADEMY
,ედ აკადემია’’ წარმოადგენს ,,ედ ჰაბი”-ს საგანმანათლებლო მიმართულებას, რომელიც ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს შეისწავლოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია, SEO/SEM, ქოფირაითინგი, გრაფიკული დიზაინი, მოუშენ დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ფოტოგრაფია, ვიდეო ფროდაქშენი, ვებ დეველოპმენტი და სხვა.

LISI EVENT HALL
Lisi Event Hall – სივრცე, დეკორაცია, შოუს ელემენტები, სპეციალურად მოწვეული შეფის მრავალფეროვანი კერძების არჩევანი, რომელიც თითოეული დამკვეთის სურვილების შესაბამისია და ულამაზესი ხედები ქალაქზე

SERVICE GROUP
კომპანია „სერვის გრუპი“ სამშენებლო სექტორში 2012 წლიდან ოპერირებს. ის მომხამრებელს სთავაზობს ხარისხიან და სანდო მომსახურებას, რაც საბოლოოდ, კლიენტის ლოიალურობის განმსაზღვრელ ფაქტორს წამოადგენს.

KEBURIA WINERY
ქებურიას მეღვინეობა – სადაც მეღვინეობის ხელოვნება არის დელიკატური ცეკვა ტრადიციასა და ინოვაციებს შორის. ისინი პატივს სცემენ უძველეს ტექნიკას, რომელიც გადაეცა თაობებს და ასევე ითვალისწინებენ თანამედროვე მიღწევებს, რაც საშუალებას იძლევა აიყვანოს ღვინოები დახვეწილობისა და სირთულის ახალ სიმაღლეებამდე.

GSCARS MARBELLA
GSCARS Marbella – მანქანის გაქირავების სერვისი ესპანეთის ქალაქ მარბელაში, რომელიც გთავაზობთ ელეგანტური, მდიდრული და სხვადასხვა ტიპის მანქანების დიდ არჩევანს.

PAVON
Pavon Group არის პლატფორმა მოდის ინდუსტრიისთვის, რომელიც აკავშირებს ერთ-ერთ
ყველაზე ცნობილ დიზაინერებს, მსოფლიოში ცნობილ ბრენდებსა და მომხმარებელს
საქართველოში.

SNOW MANIA
სნოუ მანია არის მეორადი და ახალი თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვა სამთო-სათხილამურო ინვენტარის იმპორტიორი ევროპიდან.

IT EXPERTIZA
IT EXPERTIZA არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატული სისტემების შემოწმებას და გეხმარებათ შესაძლო ხარვეზების დროულად აღმოჩენაში.

PROXIMA SOLUTIONS
,,პროქსიმა სოლუშენს” არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ბიზნეს საოპერაციო პროგრამების და ERP სისტემების დეველოპერული კომპანია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს უახლესი გადაყვეტების დანერგვაში.

LABIOSTHETIQUE
LA BIOSTHETIQUE წლების მანძილზე იყო და არის ბერლინის მოდის კვირეულის მუდმივი პარტნიორი. შემთხვევითი არ არის, რომ LA BIOSTHETIQUE-ის პროდუქტების არომატის ავტორი გეზა შონია, გერმანელი პარფიუმერი, რომელმაც 2006 წელს, ყველასთვის ცნობილი სუნამოების ბრენდი – “Escentric Molecules” შექმნა.

GARDEN VILLAS
Garden Villas – შეკვეთილში, ულამაზეს სანაპირო ქალაქში დასავლეთ საქართველოში ის იდეალური ადგილია საზაფხულო ვილაში საკუთრებისა და ინვესტირებისთვის! თქვენ არა მხოლოდ იქნებით თქვენი საკუთარი მდიდრული საზაფხულო თავშესაფრის მფლობელი, არამედ ის ასევე შესანიშნავი ინვესტიციის შესაძლებლობაა. ეს განსაცვიფრებელი ქალაქი გახდა ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნადი ადგილი, მაღალი დონის საკუთრებაზე მზარდი მოთხოვნით.

TAMUNA NADIRADZE
Tamuna Nadiradze – ის საკონდიტრო მზარეულია, რომელმაც კანადაში ყოფნისას გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა, ოცნებების რეალობად ქცევა და საკონდიტრო ნაწარმის შესწავლა. 34 წლის ასაკში მან ნულიდან დაიწყო საკონდიტრო მზარეულის კარიერა.

KOKHTA MITARBI
Kokhta-Mitarbi Resort, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებელი ბინების ოთხსეზონიანი კომპლექტი.
კოხტა-მიტარბის განვითარების გენერალური გეგმა ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ კომპანიებს “GEODE” და “COMPAGNIE DES ALPES”.

RONIX TOOLS
Ronix Tools Georgia, რომელმაც დაარსების დღიდან გამოიარა სხვადასხვა ადამიანების ხელში სხვადასხვა ქვეყანაში და გახდა მათი პირველი არჩევანი, როდესაც მათ სამუშაოს შესრულება სჭირდებოდათ.

PUFI
Bean Bag Gallery • პუფების გალერეა – რომელიც თავაზობთ პუფების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს საქართველოში. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც ოფისებში, ისე საცხოვრებელ ბინებში.

AGROCOM
აგრო-კომი • Agro-Com – ფერმერთა მომსახურებისა და კონსულტაციის ცენტრი 2011 წელს დაარსდა. კომპანია ფერმერებს და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის განვითარებას მაღალტექნოლოგიური საშუალებებით სთავაზობს.

ERGONOMICS
ჩვენ ვართ “ერგონომიკა” და გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაადვილებს და გაალამაზებს. პრაქტიკული და სასარგებლო რამ თქვენს საქმიანობაში.

ERETA
ერეტა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საცხენოსნო ტურიზმის ბიზნესს და გაზარდოს მასზე წვდომა როგორც გიდებისთვის, ასევე ცხენებით მოჯირითეებისთვის. ვფიქრობთ, ereta.ge დაეხმარება როგორც საცხენოსნო ტურიზმის პროფესიონალებს, ასევე მომხმარებლებს, ჰქონდეთ მარტივი წვდომა საცხენოსნო ტურისტულ პროდუქტებზე, ასევე მათ ერთმანეთთან დაკავშირებასა და გამოცდილების გაზიარებაში.

CHEMI MARAGI
„Agro Food Trade“ უკვე 10 წელია ამარაგებს საქართველოს ბაზარს საუკეთესო ხარისხის
საკვები პროდუქტებით, ფლობს საკუთარ საწარმოებს, საწყობებსა და ლოჯისტიკურ
მეურნეობებს. დღეს ის ბაზრის ლიდერია 250+ დასახელების საკვები პროდუქტით –
თხილი, მარცვლეული, ჩირი, სანელებლები და მარცვლეული.

BABY STEP
„ანდა ჯგუფი“ არის ერთ-ერთი პიონერი სადისტრიბუციო კომპანია ჩვილის პროდუქციის
მიმართულებით. კომპანია სადისტრიბუციო ბიზნესშია, ამავდროულად, 2018 წელს
აქტიური საქმიანობა საცალო ბიზნესის მიმართულებითაც დაიწყო და გახსნა შოურუმი,
ხოლო იმავე წლის ნოემბერში მომხმარებლებს უკვე შესთავაზეს ონლაინ სერვისები.

SHOES PLAZA
ქალის, მამაკაცის, ბავშვის ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ტანსაცმლის
Მულტიბრენდული სავაჭრო ცენტრი “Shoes Plaza” მუშაობს შპს „ტანტის“ ბაზაზე.
კომპანია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საცალო ვაჭრობის ბიზნეს სფეროში და
ქართველ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის ევროპული ბრენდების
განახლებად და მრავალფეროვან სეზონურ კოლექციებს.

ALIA
ალია არის საინფორმაციო მედია, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი ინფორმაციის
მომხმარებლისთვის ყოველდღიურად გაზიარება.

PUMP
Pump არის ყოვლისმომცველი პლატფორმა, რომელიც მოგაწვდით ყველა ინფორმაციას
ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით და მოგაწვდით საუკეთესო, უპრეცედენტო
პროდუქტებს, ქართულ ბაზარზე.

DENTAL CENTER MEDISON
სტომატოლოგიური ცენტრი მედისონის გუნდი სოსო გოგინაშვილის ხელმძღვანელობით
მუშაობს 2011 წლიდან. კომპანიის მენეჯმენტს აქვს სტომატოლოგიური კლინიკის
მართვის 2 წლიანი გამოცდილება ევროპაში, კერძოდ პოლონეთში (ვარშავაში). კლინიკის
ძირითადი მიმართულება იმპლანტაციაა.

ADRENALINE
საუკეთესო სპორტული აღჭურვილობა საქართველოში, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის
და ბავშვებისთვის. მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი დაუვიწყარი
თავგადასავლებისთვის.

FATHER & SON CELLAR
Მათი ოჯახის მეღვინეობის ისტორია 2011 წლიდან იწყება. ამ დროიდან ისინი ძალიან
დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებაში. 2018
წელს, პირველი დიდი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ პროდუქტს
სრულყოფილი სახე მისცენ და გააცნონ საზოგადოებას.

QUALSHIP
Qualship Georgia წარმოადგენს კერძო სუბიექტის საზღვაო სასწავლო ცენტრს, რომლის
მიზანია უზრუნველყოს მოკლე საზღვაო სასწავლო კურსები საქართველოში, რომლებიც
შეესაბამება STCW 78-ს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) და მოქმედ
ეროვნულ რეგულაციებს, შესწორებული ცვლილებებით.

PULLMAN TBILISI AXIS TOWERS
Pullman Hotels and Resorts არის ფრანგული მაღალი კლასის სასტუმროს ბრენდი,
რომელიც ეკუთვნის სასტუმრო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერს Accor-ს. პულმანს აქვს
110 სასტუმრო და კურორტი ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის წყნარი
ოკეანის, ავსტრალიისა და ლათინური ამერიკის 33 ქვეყანაში. სასტუმრო მდებარეობს
ვაკის რაიონში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საცხოვრებელ უბანში. Მისი
იდეალური მდებარეობა მარტივად ხელმისაწვდომს ხდის პარკებს, მაღაზიებს,
საცალფეხო გამზირებს, საელჩოებს, კაფეებს, ბარებსა და რესტორნებს, ღია ცის ქვეშ
მუზეუმს და ქალაქის სტადიონს.

APOLLO
Apollo.Ge • აპოლო – თქვენი ოჯახისთვის საუკეთესო ხარისხის აღჭურვილობა მოგეწოდებათ ნებისმიერ ადგილას. აქ ნახავთ პროდუქციის მრავალ კატეგორიას თქვენი ოჯახისა და საკუთარი თავის მოვლისთვის.

NEW TREND
New Trend Department Store – 1000 კვადრატული მეტრი ფართი, რომელიც დაყოფილია სამ სართულად, წარმოდგენილია ისეთი შთამბეჭდავი ბრენდებით, როგორიცაა: DSQUAERED2, AMI PARIS, COPERNI, EMPORIO ARMANI, MSGM, SPORTMAX და მრავალი სხვა.

KIDS 0-9
Kids 0-9 • ქიდს 0-9 –
კომპანიის მთავარი პრინციპია ბავშვის ჯანმრთელობა და მშობლების მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება წამლების შესახებ. “ბავშვები 0-9” – ბავშვთა ფორმულები ეფექტურად ეხმარება ბავშვებს სხვადასხვა სიმპტომებისგან განთავისუფლებაში და გამოჯანმრთელებაში. გარდა ამისა, მისი მიღება ყველაზე მარტივია.

INHYPE SANCTUARY
Inhype Sanctuary Medical Spa – ერთი ქალის პროექტი, რომელმაც მას შემდეგ, რაც
პირველად დადგა ფეხი აშშ-ში შვიდი წლის წინ, დააარსა ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი სპა LA-ში.

GORI MARKET
შიდა ქართლის ყველა განცხადება ერთ სივრცეში. საიტზე არის არაერთი კატეგორია,
სადაც შეგიძლიათ უფასოდ განათავსოთ სასურველი განცხადება ან მოძებნოთ
ნებისმიერი ტიპის რეკლამა.

SHOPUP
“Shop Up” – ის მიზანია შექმნან კომფორტული გარემო ყველა მცირე და საშუალო
ბიზნესისთვის, რათა გაყიდონ თავიანთი პროდუქცია დამატებითი ხარჯების გარეშე.

SPATIAL FORUM
Spatial Forum 2023 – სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.

CLOUD OFFICE
Cloud Office არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის პროფესიონალების გამოცდილი
გუნდი, რომელსაც აქვს წარმატებული და ათწლეულების კომბინირებული გამოცდილება
საკუთარი საწარმოს მართვაში.

POSTRED ACADEMY
POSTRED Academy არის ჯადოსნური სივრცე, რომელიც შექმნილია ხმისა და მუსიკის
ირგვლივ, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საკუთარი თავი და
დაიწყონ ხმოვანი თავგადასავლები.

ALARICE
Alarice – მათ 2011 წელს დაიწყეს მისია დახმარებოდნენ საერთაშორისო ბრენდებს წარმატების მიღწევაში მატერიკული ჩინეთის ბაზარზე. 12 წლიანი წარმატებული გამოცდილებით ამ სწრაფად განვითარებად სფეროში, ისინი იძლევიან გამორჩეულ შედეგებს მრავალეროვნული კორპორაციებისთვის, ცნობილი სახელებისთვის და მცირე ბრენდებისთვის.

CLEAN WORLD
“სუფთა სამყარო” არის კომპანია 17 წლიანი გამოცდილებით დასუფთავების სფეროში.
Მათ შორის : ბინების, კერძო სახლების, ოფისების და ა.შ. პროფესიული დასუფთავების
განხრით. Მათი პრიორიტეტია: მომსახურების ხარისხი, სამუშაოს შესრულება მოკლე
დროში. სისუფთავის სიყვარული მათი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

GRAND CITY
Grand City უკვე 2 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, ჩვენი მიზანია უძრავი ქონების მფლობელებს დავეხმაროთ წარმატებით შეიძინონ, გაყიდონ და მართონ უძრავი ქონება.