რონიკო

რონიკო წარმოგიდგენთ – KALEOS!

რონიკო წარმოგიდგენთ – KALEOS!
ესპანური, ბარსელონაში დაარსებული სათვალეების ბრენდი.
 KALEOS – მაღალი ხარისხის, ლაქშერი კატეგორიის ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია ხელახლა გამოიგონოს და შექმნას თანამედროვე სათვალეების კონცეფცია. იგი აერთიანებს დიზაინს, მოდას და ფუფუნებას.
მოდა, ინოვაცია და ხარისხი არის ღირებულებები, რომლებიც შთააგონებს და წარმართავს KALEO -ს. სწორედ ბრენდის გამორჩეული კრეატიულობა ხდის მას განსაკუთრებულს და უზრუნველყოფს მის წარმატებას.
მოდაში თავისი მდიდარი გამოცდილების წყალობით, კრეატიულმა დირექტორმა კლაუდია ბროტონსმა ბრენდს უდიდესი აღიარება და წარმატება მოუტანა. კლაუდიას ხელმძღვანელობით, KALEOS-ის დიზაინერთა და ტექნიკოსთა გუნდი, მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობით, ქმნის უნიკალურ აცეტატს და ლინზების ექსკლუზიურ ფერებს ბრენდისთვის.

ბრენდი ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარადგენს ახალ კოლექციებს. ამჟამად Kaleos-ის სათვალეები მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის ოპტიკურ სალონებში აწარმოდგენილი.

მათ შორის 2024 წლიდან კალეოსის კოლექცია ექსკლუზიურად წარმოდგენილი იქნება საქართველოშიც, რონიკოს ორ ფილიალში: ლონდონსა და ბრაზილიაში.