რონიკო – წლის ლიდერი ოპტიკური კომპანია!

კომპანია რონიკო, ბიზნეს რეიტინგების კავშირის და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ, წლის ლიდერი ოპტიკური კომპანიის საპატიო პრიზით დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, პარაგრაფ თბილისში გაიმართა.
ბიზნეს რეიტინგების კავშირი და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია ყოველწლიურად, ობიექტური და გამჭვირვალე სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ავლენს ბიზნეს კომპანიებს და აჯილდოებს მათ „წლის ლიდერის“ ტიტულით. წელს ეს იყო ასოციაციის მიერ ორგანიზებული მე-17 საერთაშორისო ცერემონიალი.
„რონიკო“ უკვე 27 წელია ლიდერობს ქართულ ოპტიკურ ბაზარს. 90-იანი წლების საქართველოში, ურთულეს პირობებში, ოთხ კვარდატულ მეტრში დაწყებული საქმე დღეს წარმატებულ და სტაბილურ ბიზნესად ჩამოყალიბდა, რომელიც ყველაზე დიდ ოპტიკურ ქსელს მოიცავს და მსოფლიოს საუკეთესო, 90-ზე მეტ ბრენდს ოფიციალურად წარადგენს საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ყველაზე დიდი ოპტიკური ქსელი, საერთაშორისო ბრენდების ყველაზე ფართო არჩევანი, სათვალეების, კონტაქტური ლინზების და სასათვალე ლინზების ყველაზე დიდი სპექტრი, ოპტიკური სერვისები, ოფთალმოლოგიური კაბინეტები, ლაბორატორიები, ოპტიკოსების მოსამზადებელი ტრეინინგ ცენტრი, ოფიციალური დისტრიბუტორობის საერთაშორისო სერტიფიკატები – ეს და მრავალი სხვა კომპანიის 27 – წლიანი, წარმატებული მოღვაწეობის შედეგია!
აღსანიშნავია, რომ წელს ეს რონიკოს უკვე რიგით მეორე ტიტული და აღიარებაა. ივნისის თვეში კომპანია, Global Idea-სა და The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული ბიზნესის ოსკარად წოდებულ ღონისძიებაზე, წლის ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტულით დაჯილდოვდა.
„რონიკოს“ მიერ ამ ორივე ტიტულის მიღება კომპანიის მთლიანი გუნდის, ყველა რგოლის მრავალწლიანი პროფესიონალური მუშაობის დამსახურებაა, რაც კომპანიას კიდევ მეტ სტიმულს და მოტივაციას ჰმატებს.