რონიკო

Silmo Paris – საერთაშორისო ოპტიკურ გამოფენა

  რონიკოს შესყიდვების გუნდი Silmo Paris-ის საერთაშორისო ოპტიკურ გამოფენაზე იმყოფებოდა და მათ რონიკოს მაღაზიათა ქსელისთვის შეარჩიეს 2024-2025 წლის მსოფლიო ბრენდების მზის და ოპტიკური სათვალეების უახლესი კოლექციები
  შეხვედრები გაიმართა კომპანიის საერთაშორისო პარტნიორებთან, შეხვდნენ ოპტიკის ინდუსტრიის ტიტულოვან თუ ახალბედა მოთამაშეებს და განათავსეს მნიშვნელოვანი შეკვეთები, სპეციალურად ქართული ბაზრის და რონიკოს ოპტიკური ქსელის მომხმარებლებისათვის! ეს კოლექციები უკვე რამდენიმე თვეში, ეტაპობრივად გამოჩნდება ჩვენს ფილიალებში და აღფრთოვანებაში მოიყვანს მომხმარებელს, რომელსაც მუდმივად ვანებივრებთ ოპტიკის სფეროს სიახლეებით, საუკეთესო პროდუქტებით, მზისგან დამცავი და მხედველობის საკორექციო განსაკუთრებული სათვალეებით!
   წლევანდელ Silmo-ზე რონიკოს ბაიერებმა ახალი ბრენდებიც აღმოაჩინეს და კიდევ უფრო გაამდიდრეს ჩვენი პორტფოლიო. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შევთავაზებთ მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს, კიდევ უფრო გამრავალფეროვნებული ასორტიმენტის სახით!
   კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქტის და სერვისის შეთავაზებაა, რისთვისაც ქსელში მუდმივად ხდება ინოვაციების დანერგვა, საუკეთესო პროდუქტების შემოტანა, ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. კომპანია თავის უმნიშვნელოვანეს მისიად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ოპტიკური ინდუსტრიის სიახლეებისა და მიღწევების შეთავაზებას, რაც მათ ეხმარება გაიუმჯობესონ მხედველობა თუ შეარჩიონ მზისგან დამცავი შესაფერისი სათვალე.
გამოფენა Silmo ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1967 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება პარიზში.