რონიკო

თქვენი თვალი და ულტრაიისფერი (UV) სხივები

Roniko • რონიკოს ოფთალმოლოგები გვირჩევენ!
💥თქვენი თვალი და ულტრაიისფერი (UV) სხივები
💥არსებობს კავშირი ულტრაიისფერი (UV) სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებასა და თვალის ისეთ დაავადებებს შორის როგორიცაა: კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, პტერიგიუმი, ფოტოკერატიტი და სხვა.
☝️გარეთ დიდი დროის გატარება (UV) სხივებით გამოწვეული თვალის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. UV სხივები მეტია მთაში 🏔️ და ისეთ ადგილებში სადაც დიდი ზედაპირიდან ხდება სხივების არეკვლა:🏖️ ქვიშა, წყალი, თოვლი.
💥UV სხივებისაგან თვალის დასაცავად მნიშვნელოვანია ატაროთ მზისგან დამცავი 🕶️ სათვალე, რომლის ლინზები 100%-ით შთანთქავს UV სხივებს. გახსოვდეთ, რომ ღრუბელი არ იცავს თვალს UV სხივებისგან და მზის სათვალის ტარება ღრუბლიან ამინდშიც აუცილებელია. ლინზის სიმუქე არ არის UV სხივებისგან დაცვასთან კავშირში. ხარისხიანი ღია ვარდისფერი ლინზა ისევე შესაძლოა იცავდეს თქვენს თვალს UV სხივებისგან, როგორც მუქი ნაცრისფერი ლინზა.
👩‍👧‍👦🤸‍♀️ბავშვებს UV სხივებისგან დაცვა მოზრდილებზე მეტად სჭირდებათ. ითვლება, რომ სიცოცხლის მანძილზე მიღებული UV-ის 50%-ს ადამიანი 18 წლამდე ასაკში იღებს ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ როგორც წესი ბავშვი გარეთ უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ზრდასრული ადამიანი. ამასთან ერთად, ბავშვის ბროლი გამჭირვალეა და კარგად ატარებს UV სხივებს ბადურისაკენ, რაც ბადურას დაზიანების რისკს ზრდის, ამიტომ დარწმუნდით რომ თქვენს შვილს მხოლოდ მაღალი ხარისხის მზის სათვალე უკეთია.